Economic Forum • ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გაიმართა | დისკუსიის თემა - „განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“
თარიღი :

Economic Forum • ეკონომიკური ფორუმის 23-ე დისკუსია გაიმართა | დისკუსიის თემა - „განახლებადი ენერგიების განვითარების ხელშემწყობი მექანიზმები“

✅ სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის” დირექტორმა, ვლადიმერ ძნელაძემ, მონაწილეობა მიიღო „ეკონომიკური ფორუმის“ დისკუსიაში, რომელიც განახლებადი ენერგიების განვითარების საკითხებს მიეძღვნა.

🟢 აღსანიშნავია, რომ „ეკონომიკური ფორუმის” დისკუსიის ფარგლებში, მონაწილეობდნენ  საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) თავმჯდომარე დავით ნარმანია, „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორი არჩილ გაჩეჩილაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ დირექტორთა საბჭოს წევრები. 

🟢 შეხვედრის ფარგლებში განხილული იქნა  ენერგეტიკის დარგში მიმდინარე პროცესები, ენერგოუსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები, ამასთან მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები. 

🟢 განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ისეთ თემებს, როგორიცაა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ახალი ანგარიშსწორების წესი, ნეტო აღრიცხვიდან ნეტო დარიცხვაზე გადასვლა, ჯგუფური მიერთება გამანაწილებელ ქსელზე და ჭარბად გამომუშავებული ენერგიის მართვის მექანიზმები.

🟢 აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ სამთავრობო სტრუქტურებისა და სახელმწიფო კომპანიების, ენერგეტიკული ბირჟისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.